მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგური" Facebook-რეკლამაზე 9 900 ლარს დახარჯავს

ანაკლიის საზღვაო ნავსადგური

სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ ოფიციალური Facebook გვერდის პოპულარიზაციისთვის, კერძოდ კი რეკლამაზე, წელს 9900 ლარი დახარჯავს.

გამარტივებული შესყიდვის შესახებ შეთანხმების თანახმად, შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" საქმიანობაზე ინფორმაციის გავრცელების მიზნით, მიზანშეწონილია განხორციელებული აქტივობის რეკლამირება.

"აღნიშნული შესყიდვის მიზანია ორგანიზაციის საქმიანობის, დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების, ასევე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე „ფეისბუქი“-ს, აღნიშნული მომსახურება, მოცემული შესყიდვის მიზნებისთვის მის გამოყენებას უალტერნატივოს ხდის",- აღნიშნავს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური".

თანხა წლის ბოლომდე, ეტაპობრივად დაიხარჯება.

ცნობისთვის, სახელმწიფომ კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ 2023 წელს დააფუძნა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საწყის ეტაპზე სახელმწიფო კომპანია უზრუნველყოფს საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავების სამუშაოები; ტალღმტეხელის პროექტირება/მშენებლობა) პროექტირება/მშენებლობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები