"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ 225 საწარმოს კიდევ ერთი, მსუბუქი ბეტონის ბლოკის მწარმოებელი კომპანია შეემატება.
შპს "ბ.ა.ლ. გრუპი’’ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ადგილობრივი ბაზრისთვის გაზობეტონის ბლოკების წარმოებას გეგმავს.
"ბ.ა.ლ. გრუპი" მცხეთაში, სოფელ საგურამოში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. შესაბამისად, პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. კომპანიის მიერ სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 425 000 ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი 11 ადამიანს უტოლდება.

























