მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შპს "რაგბი ტვ"-მ მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა

57c035c29702d
BM.GE
26.08.16 15:40
1712
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „რაგბი ტვ“-ს მოთხოვნა და კომისიის უწყებრივ რეესტრში მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად დაარეგისტრირა.

კომპანია კერძო სპეციალიზებული (სპორტული) ტელემაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან გეგმავს. „რაგბი ტვ“ დღე-ღამეში ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე 14 საათი იმაუწყებლებს. გავრცელების ტექნოლოგია საკაბელო ქსელის და ინტერნეტ ტექნოლოგია ექნება.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები