მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შპს "სეტანტა ჯორჯია" მაყურებელს ორ სპორტულ არხს თებერვლიდან შესთავაზებს

587f3303bd4ea
BM.GE
18.01.17 13:17
2339
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს "სეტანტა სპორტმა“ კერძო სპეციალიზებულ (სპორტი) ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა.

კომპანია საზოგადოებას ორ სატელევიზიო არხს შესთავაზებს და ბრენდული სახელწოდებებით „Setanta sports“ და „Setanta sports +“ მაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის თებერვლიდან გეგმავს. კომპანია ინტერნეტ ტექნოლოგიის გამოყენებით და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ქსელების საშუალებით ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. შპს „სეტანტა ჯორჯია“ დღე-ღამეში 18 საათი იმაუწყებლებს და მისი კონტენტი მომხმარებლისთვის ფასიანი იქნება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები