მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შპს "სტადიონი" ბათუმში სპორტული კომლექსის პროექტირების მიზნით ელექტრონულ ტენდერს აცხადებს

58a1659c13ca9
BM.GE
13.02.17 11:49
1978
შპს „სტადიონი“ სპორტული კომლექსის პროექტირების მიზნით ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. 

ელექტრონული ტენდერი ქალაქ ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომლექსის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს.

სპორტული კომლექსი არაოლიმპიურ საწვრთნელ ე.წ. „სასპორტო სკოლის“ კომპლექსს წარმოადგენს, სამაყურებლო დარბაზით, რომლის სავარაუდო გაბარიტები და ტექნიკური მაჩვენებლები არის:

მიწის ნაკვეთის ფართობი 2,3 ჰა
სავარაუდო საერთო სამშენებლო ფართი 21 500 მ2
ავტოსადგომების რაოდენობა არანაკლებ 120 ადგილი(მათ შორის ავტობუსები).

ტენდერით გათვალისწინებული საპროექტო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდება.

პირველ ეტაპზე მომწოდებელმა ობიექტის არქიტექტურული ესკიზები, სავარაუდო გეგმარება (მათ შორის ტრიბუნების მოწყობა/განთავსება), კონსტრუქციული გადაწყვეტის სქემატური და ტექსტური ნაწილი (განმარტებითი ბარათი) უნდა წარმოადგინოს. ტენდერში გამარჯვებულმა ასევე უნდა წარმოადგინოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტი, რომელიც ტექსტურ და გრაფიკულ ნაწილებს უნდა მოიცავდეს.

მეორე ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს სამშენებლო დოკუმენტის პროექტი.ასევე საპროექტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი საექსპერტო შეფასება არქიტექტურული ნაწილების „ტექნიკური რეგლამენტის შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები