მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრი-ლანკის საპატიო საკონსულო საქართველოში და გეგმები

BM.GE
22.06.22 13:51
524
საქართველოში შრი-ლანკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. შრი-ლანკის საპატიო საკონსულოს ოფიციალური გახსნით ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა შრი-ლანკის ელჩმა თურქეთში, მოჰამედ რიზვი ჰასენმა და ამასთან საპატიო კონსული წარადგინა საქართველოში - ნინო მახვილაძე. ნინო 30 წელზე მეტია აქტიურად მოღვაწეობს ტურისტულ სექტორში, ტურისტული მიმართულებით მისმა აქტიურმა და წარმატებულმა კომუნიკაციამ განაპირობა, ნინო მახვილაძის საპატიო კონსულად დანიშვნა. საკონსულოს მიზანია ორ ქვეყანას შორის, კულტურული, ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების ხელშეწყობა და ტურიზმის სფეროს განვითარება. საპატიო საკონსულო, ასევე, აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოში მცხოვრებ შრი-ლანკის მოქალაქეებსა და სტუდენტებთან.

სტუმარი: ნინო მახვილაძე - შრი-ლანკის საპატიო კონსული საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები