მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ბაზრის მიმოხილვა

შრომის ბაზარზე ვაკანსიების რაოდენობა იზრდება. PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე jobs.ge-ზე 41 526 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 3.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2022- 2023 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვაკანსიების ზრდა ფიქსირდება ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ადმინისტრაცია, მენეჯმენტი, ფინანსები და სტატისტიკა. გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში კი 5.7%-იანი კლება შეინიშნება. ვაკანსიების ზრდასთან ერთად, შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ. თუმცა, ამ დადებითი ტენდენციების მიუხედავად, PMC-ის კვლევის თანახმად, პოსტ-პანდემიურ პერიოდში შრომის ბაზრის ეფექტიანობა პანდემიამდელს ჩამორჩება და ქვეყანაში უმუშევრობის დონე კვლავ მაღალი რჩება. პარალელურად, ბიზნესი კადრების მწვავე დეფიციტზე საუბრობს. რა ტენდენციები იკვეთება და როგორი მოლოდინებია შრომის ბაზარზე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები