მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექცია იმ სასტუმროში მივიდა, სადაც რუსი ჟურნალისტი პოზნერი იმყოფება

6064c9d9d87de
BM.GE
31.03.21 23:10
1194
შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები და პოლიცია იმ სასტუმროში მივიდნენ, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იმყოფება. როგორც ცნობილია, პოზნერი თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

სასტუმრო „ვინოტელთან“ შეკრებილი არიან აქტივისტები და რუსი ჟურნალისტის ჩამოსვლას და მის ზეიმს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ რუსი ჟურნალისტი და მისი მეგობრები არღვევენ ე.წ კომენდანტის საათს და არსებულ შეზღუდვებს, რაც საქართველოში მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები