შრომის ინსპექციამ 300-ზე მეტი სასტუმრო შეამოწმა - ვინ გაიხსნება და ვინ - არა?
8 ივნისიდან ყველა ტიპის სასტუმროს მუშაობის განახლების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა ეს მხოლოდ ის სასტუმროები არიან, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება გაიარეს.
5 ივნისს, იმერეთში, პრემიერმა რეგიონის ტურიზმის სექტორთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შემოწმებული იყო 75 სასტუმრო, საიდანაც შემოწმებას მხოლოდ 15-მა "გაუძლო".
Bm.ge განახლებული სტატისტიკით დაინტერესდა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზუსტ ციფრს ვერ გვეუბნება, თუმცა როგორც ბექა ფერაძემ განგვიცხადა, 8 ივნისის, 15:00 საათის მდგომარეობით, შრომის ინსპექციის მიერ 300-ზე მეტი სასტუმრო შემოწმდა.
"9 ივნისიდან ფუნქციონირება შეეძლებათ იმ სასტუმროებს, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს შორმის ინსპექციის შემოწმება გაიარეს და მიიღეს დადებითი დასკვნა. იმისთვის, რომ კომპანიებმა გაიაროს ინსპექტირება, აუცილებელია, დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე. დაახლოებით, 300-ზე მეტი სასტუმრო არის ამ ეტაპზე შემოწმებული, რამდენიმე ათეულმა უკვე მიიღო დადებითი დასკვნა და მათ შეუძლიათ მუშაობა განახორციელონ“, - აცხადებს ბექა ფერაძე.
საფონდო ბირჟები