მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შრომის ინსპექციის ფუნქციური ნაწილი ბიზნესისათვის რისკის შემცველია"

5b9d0b2593d30
თეო ივაშჩენკო
15.09.18 19:10
826
გადაცემაში „საქმის კურსი“ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ შრომის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხზე ისაუბრა.

"ბიზნესი თანხმდება იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ძალიან მნიშნელოვანია; ასევე, შრომის უსაფრთხოების გაძლიერება უნდა მოხდეს, უპირველესად, ტექნოლოგიების განვითარებით და არა მხოლოდ - რეგულაციებისა და საჯარიმო სანქციების გაძლიერებით" - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, მიმდინარე ცვლილებებიდან ბიზნესისთვის მთავარი რისკის შემცველი არის შრომის ინსპექციის ფუნქციური ნაწილი, რომლის საფუძველზეც ინსპექციას შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კომპანიის შემოწმება მრავალი პარამეტრით.

"მე პირადად ველოდები, რომ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ჩვენს ოფისში მომართვიანობა გაიზრდება, რადგან ბუნებრივია, რომ იქნება ძალიან ბევრი სადავო საკითხი", - აღნიშნავს ლექვინაძე.

ბიზნესომბუდსმენი ამბობს, რომ აუცილებელია სიცოცხლისთვის საშიში პირობების მქონე საწარმოებში რეგულაციის დაუყოვნებლივ ამოქმედება. 2019 წლიდან დაგეგმილ ცვლილებას, რომელიც რეგულაციის ყველა ტიპის საწარმოზე გავრცელებას გულისხმობს, ლექვინაძე „ბიზნესისათვის გაზრდილ ტვირთს“ უწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები