მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შრომის პირობებს ინსპექტირება - კომპანიებში სანქციების 3-ეტაპიანი სისტემა დაინერგება

59ca84031782f
დავით ჯალაღონია
27.09.17 09:40
1096
შრომის პირობების ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი ახალი ორგანოს შექმნა 2018 წელს იგეგმება. ამის შესახებ „საქმის კურსს“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პაატა ჟორჟოლიანმა განუცხადა.

"სანქციების აღსრულება უნდა განახორციელოს კანონში ჩაწერილმა საზედამხედველო ორგანომ. ეს უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით შეიქმნება. ეს ჩემი აზრით, 2018 წელს ჩამოყალიბდება", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე განმარტებით, კანონში სანქციების სამეტაპიანი სისტემა იქნება გათვალისწინებული.

"პირველი არის მითითება, მეორე - ჯარიმა, მაქსიმუმ 50 ათასი ლარის ოდენობით და მესამე - სამეწარმეო საქმიანობის, ან პირდაპირ ობიექტის შეჩერება, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას ინსპექტორის დასკვნის საფუძველზე სასამართლო ღებულობს, უფრო სწორად, სასამართლო ამას ადასტურებს და ეს უნდა 24 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება იმ სამუშაოების ჩამონათვალს, რომელთაც "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონი შეეხება, ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამ ნუსხას მთავრობა სოციალურ პარტნიორებთან ერთად შეადგენს და 2018 წელს კანონი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება.

კანონის პროექტის მეორე საკომიტეტო მოსმენის თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის. საპარლამენტო განხილვამდე დაინტერესებული პირებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები