მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შრომის უსაფრთხოების სექტორი: პროგრესი და დარჩენილი გამოწვევები

2025 წელს სამუშაო ადგილზე 32 ადამიანი გარდაიცვალა, 179 კი დაშავდა. შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილი 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა დიდი ნაწილი მშენებლობის და დამმუშავებელ სექტორზე მოდის.

გარდაცვლილი 32 პირიდან ყველა კაცია - მათგან 4 პირი კი შრომითი იმიგრანტი იყო. გარდაცვლილთა დიდი ნაწილი 40-60 წლამდე ასაკის, ხოლო დაშავებულთა მაქსიმალური რაოდენობა 20-40 წლამდე კატეგორიაში ხვდება.

რაც შეეხება არაფატალურ შემთხვევებს, დაშავებულთაგან 42 ქალი და 137 კაცია. ამასთან, 179 შემთხვევიდან 72 კლასიფიცირდა, როგორც მძიმე უბედური შემთხვევა, 107 შემთხვევა კი, როგორც საშუალო სიმძიმის.

რამდენად ბევრი კომპანია იაზრებს შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობას და რეალურად რა შეიცვალა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან ანუ 2018 წლიდან დღემდე?

სტუმარი: შოთა ნიჟარაძე - შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია - Oshe-ს ვიცე-პრეზიდენტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები