მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტმა ბაზრობების ინსპექტირება დაიწყო

5f1e90158807a
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.20 12:34
768
"დღეს ჩვენ დავიწყეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირების განხორციელება ბაზრობებზე", - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტრების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბაზრობების შემოწმების პროცესი ბათუმიდან და ქუთაისიდან დაიწყო და ეტაპობრივად, ყველა ქალაქში განხორციელდება.

„ვინაიდან ამ ტერიტორიებზე (ბაზრობებზე) ძალიან ბევრი ადამიანი ოპერირებს, ჩვენ ერთობლივი ჯგუფებით დავიწყეთ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა. ვაწვდით მაქსიმალურად ინფორმაციას, რა წესები უნდა იყოს გათვალისწინებული, რომელიც საბაზისო და ფუნდამენტურია და შესასრულებლად არის სავალდებულო ეს არის სკრინინგი, დისტანციის დაცვა, პირბადის გამოყენება, სადეზინფექციო სამუშაობის განხორციელება.

დღეს ასეთი ტიპის მიდგომები აქტიურად ხორციელედება ქუთაისსა და ბათუმში. მომდევნო დღეებში კი, აღნიშნული სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით, აბსოლუტურად ყველა ბაზარზე განხორციელდება“, - განაცხადა ფერაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სკრინინგი ჯამში 20 000-ზე მეტ ადამიანზე განხორციელდა და რეკომენდაციების შესრულების დინამიკა საკმაოდ დადებითია.

მისივე თქმით, თბილისში გასულ კვირაში ბაზრობების შემოწმების შედეგად 16 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები