თბილისში 1 ივლისიდან დაანონსებული მშენებლობების შემოწმება ამ დრომდე არ დაწყებულა.
როგორც bm.ge-ის შრომის უფლებების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ გასულ კვირას განუცხადა, სპეციალურად დაკომპლექტებული ჯგუფები მშენებლობის შემოწმებას 15 ივლისიდან დაიწყებდნენ, თუმცა ირკვევა, რომ მონიტორინგი ამ დრომდე არ დაწყებულა.
ფერაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბოლო დეტალები მუშავდება და შესაბამისი ჯგუფები ქალაქში მომდევნო დღეების განმავლობაში გამოჩნდებიან.
ინფორმაციისთვის: პირველი ივლისიდან მუნიციპალიტეტებს, შესაბამის უწყებებთან ერთად, კომპანიებში შრომის პირობების შესამოწმებლად, ინტენსიური მონიტორინგი უნდა დაეწყოთ, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვას შეუწყობდნენ ხელს.