მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შრომის უსაფრთხოების მიღწევა არა რეგულაციებით, არამედ ტექნოლოგიების განვითარებით უნდა მოხდეს"

5b6452235260f
მაია ბიწაძე
03.08.18 17:00
632
ბისნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის აზრით, შრომის უსაფრთხოების ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიმართ ბიზნესის მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, - ამის შესახებ მან ,,ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.

"ბიზნესი თანხმდება იმაზე, რომ შრომის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ძალიან ძვირფასია. ამის მიღწევა უნდა მოხდეს კომპანიებში ტექნოლოგიების გაძლიერებით და არა მხოლოდ რეგულაციებისა და საჯარიმო სანქციების გაძლიერებით.

ყველაზე მეტი რისკის შემცველი არის შრომის ინსპექციის ფუნქციური ნაწილი, სადაც მას შეუძლია ყოველგვარი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მივიდეს კომპანიასთან და მოახდინოს საკმაოდ ბევრი პარამეტრით მისი შემოწმება. მე პირადად ვფიქრობ, რომ ამ ფუნქციის ამოქმედების შემდეგ მომართვიანობა ჩვენს ოფისში გაიზრდება, იქნება ძალიან ბევრი სადაო საკითხი და ეს ლოგიკური და ბუნებრივია", - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისეთი ტიპის საწარმოებში, სადაც საშიში, მავნე პირობები და მომატებული საფრთხეა, ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია და ამაზე არავინ დაობს. ბიზნესომბუდსმენი ასევე აცხადებს, რომ ამ რეგულაციის ყველაზე გავრცელებით, ბიზნესის ტვირთი იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები