მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შრომის უსაფრთხოების პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება"

5b4ca18a76a5e
BM.GE
16.07.18 17:44
684
"შრომის უსაფრთხოების პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს. მისი თქმით, 1 აგვისტოდან შესაბამისი სამინისტრო დაწყებს პროგრამას, რომელიც შრომის უსაფრთხოების პრობლემას მოაგვარებს.

ჟურნალისტის კითხვაზე ატარებდა თუ არა ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ მიმართულებით ხისტ პოლიტიკას, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს მოთხოვნა, რათა დაკმაყოფილდეს ევროპული სტანდარტები, რომლებიც აქამდე ბევრ საწარმოში დაცული არ იყო.

"ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ეს უნდა ეხებოდეს ყველა სფეროს. ადამიანთა უფლებებით დაწყებული მომხმარებელთა უფლებების დაცვით, მათ შორის შრომის პირობებით. აქედან გამომდინარე ჩვენ ეს სტანდარტი აუცილებლად უნდა დავამკვიდროთ საქართველოში. უკვე 1 აგვისტოდან შესაბამისი სამინისტრო იწყებს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც მე იმედს მაძლევს რომ ეს პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. ჩვენ უნდა გვქონდეს მოთხოვნა, რომ დავაკმაყოფილოთ ევროპული სტანდარტი, რომელიც ბევრ საწარმოში არ იყო", - აცხადებს მამუკა ბახტაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები