მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომითი ურთიერთობები - როგორ იცავს კანონი საჯარო მოხელეებს?

ხუთშაბათს საღამოდან მოყოლებული ირაკლი კობახიძის მიერ პარტიის ოფისში გაკეთებული განცხადებების შემდეგ საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ერთობლივი განცხადებები რამდენიმე იყო. საჯარო სექტორში დასაქმებული მოქალაქეების ნაწილი 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს აპროტესტებს და კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ. ირაკლი კობახიძის თქმით ამ პროცესში კარგია, რომ სისტემა იწმინდება და ეს პროცესიც ბოლომდე იქნება მიყვანილი. თვითლუსტრაციად შეაფასა მერიის თანამშრომლების ნაწილის განცხადება, რომლებიც ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან კახა კალაძემ და თქვა რომ წინა კვირას მერიაში რეორგანიზაცია გამოაცხადა. თბილისის მერიის თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად თუ სხვა საჯარო უწყებებში დასაქმებულებისთვის იურისტებმა ინდივიდუალურად თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ საჯარო პოზიცია მათი სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი ვერ იქნება და საკუთარი ნებით თანამდებობები არ უნდა დატოვონ. რას ნიშნავს ქართული ოცნების მხრიდან გაკეთებული განცხადებები სისტემის წმენდასთან დაკავშირებით და რა სამართლებრივი ბერკეტები აქვთ, საჯარო სექტორში დასაქმებულებს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები