შს მინისტრი გიორგი გახარია მზად არის აქციის მონაწილეების კითხვებზე პასუხი მათთან ერთად გასცეს, როგორც მინისტრმა ტელეკომპანია იმედის ეთერში საუბრისას განაცხადა, ის მზად არის რამდენიმე წუთში შეხვდეს აქციის ორგანიზატორებს.
„მინდა მივმართო თანამოქალქეებს, რომლებიც რუსთაველზე არიან შეკრებილები, დღეს მთელი დღე და გუშინ პოლიცია აკეთებს ყველაფერს რათა დაიცვას ჩვენი მოქალაქეები და მათი გამოხატვის თავისუფლება. თუ პარასკევის ღონისძებაზე არსებობს რაიმე სახის კითხვები, მე მზად ვარ რამდენიმე წუთში ვიყო აქციის მონაწილეებთან და ყველა კითხვას გავცე პასუხი.
ამიტომ, მინდა მივმართო მოქალაქეებს მიეცით საშუალება პოლიციას შეასრულონ თავისი მოვალეობა. იმ კითხვებზე, რომელიც თქვენ დაგიგროვდათ, მე მზად ვარ სულ რამდენიმე წუთში ვიყო მანდ და გავცე ამ კითხვებს გავცე პასუხი“, - განაცხადა მინისტრმა.

























