შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა.
კობახიძის მიერ ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით, ბუთხუზი პოსტიდან 10 ნოემბერს განთავისუფლდა და 10 ნოემბერსვე დაინიშნა სახოკია.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ბუთხუზი სანქცირებულია. სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი. სანქცირების შემდეგ "ოცნების" არჩეულმა პრეზიდენტმა ბუთხუზი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ბუთხუზი 2019 წლიდან 10 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, სახოკია კი, პოლიციის აკადემიის რექტორი იყო.
გიორგი ბუთხუზის ბიოგრაფია

1999–2004 წწ. — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია (სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის განხრით), სამართალმცოდნეობის სპეციალობა
- 2019 წლიდან დღემდე — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
- 2019 წელი — საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე
- 2016–2019 წწ. — საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
- 2016 წელი — ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორი
- 2013–2016 წწ. — ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე
- 2012–2013 წწ. — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსი
- 2012 წელი — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
- 2010–2012 წწ. — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი
- 2009–2010 წწ. — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) უფროსი
- 2008 წელი — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალურ დავალებათა სამმართველოს უფროსი
- 2007–2008 წწ. — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის კონტროლისა და აუდიტის სამმართველოს უფროსი
- 2007 წელი — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის და სპეციალურ დავალებათა სამმართველოს მთავარი ინსპექტორი
- 2006–2007 წწ. — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსი ინსპექტორი
- 2006 წელი — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს ორგანიზაციული მუშაობის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
- 2005–2006 წწ. — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს ორგანიზაციული მუშაობის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ინსპექტორი, ქვეგანყოფილების უფროსი
- 2004 წელი — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ინსპექტორი
წოდება: პოლიციის პოლკოვნიკი
მიღებული ჯილდოები
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალიონი „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“
- სახელმწიფო ჯილდო — „ღირსების ორდენი“
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (10 წელი)
- სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალი „მართლწესრიგის გაძლიერებისათვის“
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს I ხარისხის მედალი „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“
გიორგი სახოკია
განათლება და კვალიფიკაცია 2000–2005 წწ. — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: სამართალმცოდნე, მაგისტრი. კვალიფიკაცია: იურისტი
სამუშაო გამოცდილება
- 2025 წლის სექტემბრიდან დღემდე — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი
- 2025 წლის თებერვალი — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „თავდაცვის მოხალისის“ დირექტორი
- 2021–2025 წწ. — სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის მრჩეველი
- 2021 წლის თებერვლიდან – 2021 წლის ივლისამდე — სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში
- 2020–2021 წწ. — საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე
- 2019–2020 წწ. — პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი
- 2015–2019 წწ. — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო — ადმინისტრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოზიციები
- 2013–2014 წწ. — იუსტიციის სამინისტროს სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
- 2007–2012 წწ. — კერძო სექტორი („სილქნეტი“) — სხვადასხვა მენეჯერული და საინჟინრო პოზიციები
- 2001–2007 წწ. — „Land Software Design“ — იურისტი და GIS სპეციალისტი; მონაწილეობდა საერთაშორისო დონორული ორგანიზაციების პროექტებში
წოდება სახელმწიფო სპეციალური წოდება პოლიციის ლეიტენანტი.



























