თეთრი ხმაურის მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ბექა წიქარიშვილი შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. როგორც მან აქციაზე განაცხადა, მინისტრისგან მიიღეს დაპირება, რომ თუკი პარასკევს ღამით ადგილი ჰქონდა „გადაცდენას“, შესაბამისი პირები აგებენ პასუხს.
„ალბათ ყველა ხვდებით რომ ესკალაციის რისკი დიდია. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით რომ არ გვინდა დაპირისპირება და პრობლემის მშვიდობიანი მოგვარება გვინდა. ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ სიტუაცია.
როგორც მინისტრმა გვითხრა ის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ გაურბის. ხვალ 10 საათიდან განვიხილავთ მასთან ერთად პარასკევი ღამის მოვლენებს და მინისტრი მზადაა რომ ვინც ჩაიდინა გადაცდენები, აგებს პასუხს. მივიღეთ დაპირება, რომ განახლდება ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა და რომ უახლოეს დღეებში იქნება პროგრესი და მივალთ მალე შედეგამდე. მინისტრმა გვითხრა რომ მზადაა მანაც საჯაროდ განაცხადოს ამის შესახებ“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.