ახალგაზრდული ასოციაცია "დრონი“, ფრანგულ და გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, "თბილისი რუმს ჰოტელში’’, შშმ პირთა დასაქმების ფორუმს გამართავს. ღონისძიებას 80-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დაესწრება.
ფორუმს საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლა გახსნის.
ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირთა სოციალურ ინკლუზიასა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.
ფორუმისპირველი ნაწილი დაეთმობა გერმანული და ფრანგული ორგანიზაციების მხრიდან საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. არასამთავრობო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით მოეწყობა პანელურისესია შშმ პირების დასაქმების პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირები მონაწილეებს გააცნობენ თავიანთ ისტორიებს სამუშაოს ძიების პროცესში. ფორუმის მეორე ნაწილი პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრას დაეთმობა.
ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ფრანგულიინსტიტუტისადა საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები დაესწრებიან.