მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს 50 მიკროავტობუსს ₾4.8 მილიონად ყიდულობს

პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტრო 50 სამგზავრო მიკროავტობუსის ყიდულობს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4,8 მლნ ლარია. საუბარია M2 კატეგორიის სამგზავრო მიკროავტობუსებზე, რომლის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 84 000 ლარს თითოეულის შემთხვევაში.

მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 220 კალენდარული დღეა. ტენდერში გამარჯვებულმა მიკროავტობუსები შემსყიდველს უნდა მიაწოდოს თბილისის ტერიტორიულ ფარგლებში, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ ადგილზე, თუმცა შემსყიდველის სურვილის შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია ავტომანქანების მიწოდების ადგილად განისაზღვროს სხვა ქალაქებიც.

„პრეტენდენტმა თანამდევი საგარანტიო (გეგმური) მომსახურების (მაგ: ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდიციონერის ფილტრის, ანთების სანთლები და სხვა.) გაწევა უნდა განახორციელოს არანაკლებ სამ ქალაქში, მათ შორის: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი”, - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

წინადადებების მიღება 17 აპრილს დაიწყება და 22 აპრილს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები