მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს 500 ნარკოტესტს გამარტივებული გზით ყიდულობს - დეტალები

ნარკოტესტი

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი 500 ერთეულ პორტატულ ნარკოტესტს გამარტივებული შესყიდვით 42 500 ლარად ყიდულობს.

დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვა შპს „გლობალტექნიქსისგან“ განხორციელდება, რადგან კომპანია საქართველოში „Securetec Detektions-Systeme AG“-ის (გერმანია) წარმოების ნარკოტესტების რეგისტრირებული ერთადერთი ექსკლუზიური მიმწოდებელია.

შსს-ს მოთხოვნა ნარკოტესტების შეძენაზე 2025 წლის 4 ივლისს გაიგზავნა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განმარტებით, ტენდერის გამოცხადება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ტესტების რეგისტრაციისთვის 7 სამუშაო დღიდან 2 თვემდე პერიოდია საჭირო, რაც ტენდერის ვადებში ვერ ჩაეტევა. შესაბამისად, შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები