მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს 550 ათასი ლარის ნარკოტესტებს შეიძენს

5c4ed875a45e5
თამუნა დემეტრაშვილი
28.01.19 14:24
3695

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტესტების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.

უწყება 550 ათასი ლარის ღირებულების ტესტების შეძენას გეგმავს, რომლთა საშუალებითაც კანაფის, ამფეტამინის, კოკაინისა და ოპიატების ჯგუფში შემავალი ნარკოტიკების მოხმარება უნდა გამოვლინდეს.

ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად, ტესტირება 5-დან 10-წუთამდე უნდა გრძელდებოდეს, ნერწყვის შეგროვების მაქსიმალური დრო 15 წამი უნდა იყოს, შედეგის გარკვევა კი სინჯის ბალიშზე განთავსებული ინდიკატორის ფერის შეცვლით უნდა ხდებოდეს.

აღსანიშნავია, რომ მარიხუანას შემთხვევაში, ტესტი უნდა ავლენდეს ყველა იმ შემთხვევას, როცა ნარკოტიკული საშუალების მიღება 8 საათის განმავლობაში მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ტესტების საშუალებით, მძღოლების მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დადგენა 1 აპრილიდან დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები