მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს 8,6 მილიონი ლარის ღირებულების ავტომანქანებს შეიძენს

5bbcae8a1b874
თამუნა დემეტრაშვილი
09.10.18 17:33
670
შსს 8,6 მილიონი ლარის ღირებულების ავტომანქანების შეძენას გეგმავს. უწყებამ შესყიდვა ორ ლოტად გამოაცხადა, ერთის ღირებულება 4,2 მილიონი ლარია, მეორე შესყიდვისა კი 4,4 მილიონი ლარი. პირველი ტენდერის შემთხვევაში, უწყება 88 ერთეულ სედანის ტიპის ავტომობილს იყიდის. ავტომანქანები, ტექნიკური სპეციფიკაციით, 1,4 დან 1,6 -მდე ძრავის მოცულობის უნდა იყოს, საწვავის მოხმარების კუთხით კი 100 კილომეტრზე 6 ლიტრს არ აჭარბებდეს. რაც შეეხება მეორე ტენდერს, ამ შემთხვევაში 60 მაღალი გამავლობის პიკაპის შეძენაა გათვალისწინებული. აღნიშნული ავტომანქანები, როგორც შსს-ს, ისე დაცვის სახელმწიფო სამსახურის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს. უწყება მანქანების მიწოდებას ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დეკემბრის ჩართვლით ითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები