სტატისტიკის მიხედვით, ტურისტების რიცხვმა(24 საათი და მეტი) - 657 278 შეადგინა, რაც 2%-იანი მატებაა. 10%-იანი მატებაა ტრანზიტში(24 საათზე ნაკლებ დროში სხვადასხვა ქვეყანასთან საზღვრის კვეთა), სხვა დანიშნულებით შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც 10,8%-ით არის გაზრდილი.
შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია საზღვრის კვეთების რაოდენობა რუსეთიდან, კლება 6%-ია(252 873);
ამის პარალელურად გაზრდილია საზღვრის კვეთა აზერბაიჯანიდან 16%-ით, სომხეთიდან 4%-ით, თურქეთიდან +9%-ით, ევროკავშირის ქვეყნებიდან +23%-ით, უკრაინიდან და ისრაელიდან 21%- 21%-ით.
ცნობისთვის, აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. როგორც bm.ge-ს ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ სტატისტიკას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაასაჯაროვებენ. მათივე ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ შს სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაციის დათვლის მეთოდოლოგია განსხვავებულია, შესაძლოა, მონაცემები არ დაემთხვას.

























