შსს ავტომანქანების სანომრე ნიშნების დასამზადებელი ალუმინის ფირფიტების შესაძენად 12 მილიონიან ტენდერს აცხადებს. ჯამში უწყება 2 მილიონ 500 ათასი ფირფიტის შეძენას აპირებს, რომელებიც 2020 წლის ჩათვლით უნდა გამოიყენონ. ტენდერის პირობებით, პირველი პარტია 200 ათასი ცალის ოდენობით გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა მიაწოდოს, დანარჩენი კი ეტაპობრივად მომდევნო წლების განმავლობაში. წინადადებების მიღება დაინტერესებული კომპანიებისთვის 20 ივლისს სრულდება.