მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებს ნერგავს

5cb59dd499029
თელარა გელანტია
16.04.19 13:16
1604
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინოვაციურ, ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებს ნერგავს.

ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი გახარიას უწყება ავრცელებს.

„ავტომობილის ნომრის ამომცნობი მობილური სისტემების დანერგვა საშუალებას მისცემს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, ადგილზე გამოავლინოს სხვადასხვა კატეგორიის რისკის მქონე მძღოლები და პრევენციული ხასიათის მატარებელი საპოლიციო ქმედების ფარგლებში გადაამოწმოს ისინი.

გარდა ამისა, სწორედ აღნიშნული 2019 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, განხორციელდება საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც რიგ შემთხვევებში სანქციების გამკაცრებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი, 2019 წლის სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია - „მეტი სიცოცხლისთვის“ წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები