მთავრობა ექსპორტზე გატანის მიზნით მარიხუანას მოყვანა წარმოების საკითხს განიხილავს. შსს-ს ცნობით, ამ მიზნით განიხილება სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანას მოყვანა.
„მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას“, - ამის შესახებ bm.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ მომზადებულია პროექტი, გარკვეულ ადგილებში მარიხუანას მოხმარებას ზღუდავს.
„გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით“, - განმარტავენ შსს-ში.

























