მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შსს იძულებული იყო შესულიყო ღამის კლუბებში"

5af968829fa90
BM.GE
14.05.18 14:39
1244
ერთი სამუშაო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იმუშავებს, მეორე კი 12 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით იმსჯელებს, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო იძულებული იყო პარასკევს ღამით კლუბებში შესულიყო, მიზეზად კი მინისტრი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის გაზრდილ მაჩვენებელს ასახელებს.

„ შსს-ს აქვს სხვადასხვა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის 20 გადაღებული შემთხვევა. შსს-ს სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 2 კვირაში, ღამის კლუბების მიმდებარედ, 112-ის გამოძახება და საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ძალიან გაიზარდა და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირაში დაახლოებით 48 იყო. შესაბამისად, შსს იყო იძულებული განეხორციელებინა ეს ნაბიჯები" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები