მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-მ 59 არალეგალი მიგრანტი დააკავა - ქვეყნიდან 3 თვეში 1 000 პირია გაძევებული

მიგრაციის დეპარტმანეტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 59 არალეგალი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან კენიის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, განას, ეთიოპიის, უზბეკეთის, ფილიპინების, სუდანის, კამერუნის, ჩინეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები.

"სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებიდან, 2026 წლის 1 ივლისიდან დღემდე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის 160 ღონისძიება ჩაატარეს, რის შედეგადაც ჯამში გადამოწმდა 18 000 უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო ღონისძიებებისას გამოვლენილი 1000 არალეგალი მიგრანტი უკვე გაძევებულია საქართველოდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები