მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-მ ავტომანქანების დაზღვევაზე ტენდერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა

5adee702200f3
თამუნა დემეტრაშვილი
24.04.18 12:10
1066
შსს-ს კუთვნილი ავტომანქანების დაზღვევის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. ჯამში უწყება 1196 ავტომანქანის დაზღვევას გეგმავს, რაშიც 1,1 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. აღსანიშნავია, რომ უწყებამ ანალოგიური ტენდერი ერთი თვის წინაც გამოაცხადა, თუმცა ინტერესი არცერთმა სადაზღვევო კომპანიამ არ გამოხატა და ის ჩავარდა. ამ შემთხვევაშიც სატენდერო პირობების მხრივ დოკუმანტაციაში არაფერი შეცვლილა. მათ შორის, არც ის ჩანაწერები, რომელსაც სადაზღვევო კომპანია "ალფა“ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში ასაჩივრებდა. ერთი პრეტენზია სადაზღვევო რისკების ჩამონათვალს, მეორე კი დაზიანებული მანქანების შეკეთების პირობებს ეხებოდა. "ალფამ“ სადაო საკითხი ბოლომდე აღარ მიიყვანა და ,,ინტერესის დაკარგვის“ მოტივით საჩივარ უკან გაიწვია.

სადაზღვევო კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენის ვადა ამჯერად 4 მაისამდე აქვთ. ტენდერით სასაზღვრო პოლიციის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, მომსახურების სააგენტოს, ,,112“-ის დეპარტამენტის, შსს-ს აკადემიისა, თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტებისა და ცენტრალური აპარატის ავტომობილები უნდა დაეზღვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები