მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს-მ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით მომსახურებაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, ფასი კი 6 მილიონით გაზარდა

5aeadc5f130f1
თამუნა დემეტრაშვილი
03.05.18 13:54
571
შსს-მ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით მომსახურებაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ფასი კი, გაზრდა. პირველ ტენდერში, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებით შეწყდა, საწყისი ფასი 20 მილიონი ლარი იყო, ახალ ტენდერში კი ფასი 26 მილიონამდეა გაზრდილი. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 2094 წერტილის (ე წ. ჭკვიანი კამერების) ოპტიკური ქსელით მომსახურება უნდა უზრუნველყოს. წერტილების ქსელში ჩართვა 4 ეტაპად უნდა მოხდეს და 2019 წლის ივლისამდე დასრულდეს. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ქსელის ექსპლუატაცია და მომსახურება 2023 წლის ბოლომდე უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ მარტში გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტა, სამი პრეტენდენტის მიერ, სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გამოთქმულმა ტექნიკური ხასიათის შეკითხვებმა განაპირობა. კომისიის ოქმში აღნიშნული იყო, რომ ამ საკითხების დაზუსტებას, შესაძლოა დოკუმენტაციაში რადიკალური ცვლილებები გამოეწვია.
დაინტერესებულმა კომპანიებმა საკუთარი წინადადებები 14 მაისის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები