შსს-მ უწყების თანამშრომლებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ამჯერად ტენდერის ღირებულება 5,8 მილიონის ნაცვლად 6,5 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ პირველადი ტენდერის შეწყვეტის მიზეზად სამინისტრომ ხარჯების დაზუსტების აუცილებლობა დაასახელა.
საცხოვრებელი კორპუსები ტენდერის პირობების მიხედვით რუსთავში, სამინისტროს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. დაგეგმილია ორი 11 სართულიანი ნაგებობის მშენებლობა. სატენდერო წინადადებების მიღება 28 სექტემბერს დასრულდება.

























