შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 2 400 000 ცალი ტრანზიტული სახელმწიფო სანომრე ნიშნებს ყიდულობს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა და წინადადებების მიღებაც დაიწყო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 მლნ ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტრანზიტული სახელმწიფო სანომრე ნიშნების პირველი პარტიის (400 000 ცალი) მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი. დანარჩენის მიწოდება კი შემდეგ ეტაპობრივად დაახლოებით ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.
ცნობისთვის, ავტომობილებსა და მოტოციკლებზე შიდა ტრანზიტული ნომრები მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შეიცვალა, რის შემდეგაც, მთავრობის დადგენილების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა, სატრანსპორტო საშუალებათა შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის დამზადება/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებები.