მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს მოსახლეობას აფრთხილებს: ზღვაზე მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება

5d172c347bca1
BM.GE
29.06.19 13:14
1047
საქართველოში, შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე 4–ბალიანი შტორმი ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უამინდობის გამო, მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება.

უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, ზღვაში არ შევიდნენ.

"კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე.

სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. ასევე, მობილიზებულია წყალზე მაშველებთა დამატებითი ჯგუფები, ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად.

შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები", – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები