მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს ნახევარ მილიონ ლარამდე ღირებულების ყველს შეიძენს

5a9813e68099f
BM.GE
02.03.18 09:00
1031
შინაგან საქმათა სამინისტრო 464 ათასი ლარის ყველის შეძანას გეგმავს. პროდუქტის მიწოდების მიზნით უწყებამ ტენდერი გამოაცხადა. სულ შსს 38 ათას 700 კილოგრამი ყველის შეძენას აპირებს, საიდანაც 27 ათასი ლოჯისტიკის დეპარტამენტისთვის, 2 700 მილსადენების დაცვის დეპარტამენტისთვის, ხოლო 9 ათასი სასაზღვრო პოლიციისთვისაა გათვალისწინებული.

სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, ყველი ნატურალური რძისგან, ქარხნული წესით უნდა იყოს დამზადებული, შემსყიდველს ვაკუუმპაკეტებში შეფუთული მიეწოდოს და დაჭრისას არ უნდა იფშვნებოდეს. წინადადებების შეტანა დაინტერესებულ კომპანიებს 10 მარტიდან შეეძლებათ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები