მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით მომსახურებაზე 20 მილიონიან ტენდერს აცხადებს

5ac4b76771b77
თამუნა დემეტრაშვილი
04.04.18 15:28
741
შსს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით მომსახურებაზე ტენდერს აცხადებს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული გამარჯვებული კომპანია ოპტიკური ქსელით ქვეყნის მასშტაბით 2094 წერტილს უნდა მოემსახუროს. შსს-ს პრეს-სამსახურში bm.ge-ს განუცხადეს, რომ საუბარია ე.წ. ჭკვიანი კამერების ოპტიკური ქსელით უზრუნველყოფაზე, კამერების იმ ნაწილზე, რომელიც ჯერ-ჯერობით ჩართული არ არის.

შესყიდვის ღირებულება 20 მილიონ ლარს შეადგენს და გამარჯვებული კომპანია უწყებას ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 წლის განმავლობაში, 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით უნდა მოემსახუროს. წინადადებების წარდგენა დაინტერესებულ ოპერატორებს 17 აპრილამდე შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები