შსს-ს ინფორმაციით, "პანორამა თბილისის" მშენებლობიდან ჩამოვარდნილი 3 მუშის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე სსკ-ის 240-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც მოიცავს "მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია".
შეგახსენებთ, რომ მშენებლობიდან 3 მუშა, დაახლოებით, 18:00 საათზე გადმოვარდა.

























