რეზინის ტყვიები გამოყენებული არ ყოფილა, - ამის შესახებ შს სამინისტროში აცხადებენ. მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, არც ერთ პოლიციელს რეზინის ტყვია არ გამოუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ ამის საფუძველი არსებობდა.
"პოლიცია არის პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე, ჩვენ გარეთ არ გამოვსულვართ, შიგნიდან ვცდილობთ დავიცვათ ტერიტორია უნებართვო შეჭრისგან. რეზინის ტყვიები გამოყენებული არ ყოფილა. აქციის მონაწილეები იყენებენ სხვადასხვა ნივთიერებებს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზებს, რომელიც არც ერთ ღია ქსელურ მაღაზიაში არ იყიდება. საიდან მოხვდა მათ ხელში - ამით აუცილებლად დავინტერესდებით", - აცხადებენ შს სამინისტროში და დასძენენ, რომ შს სამინისტრო კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედებს.
შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, პოლიცია პარლამენტთან მხოლოდ წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს იყენებს.
ინფორმაციისთვის, რეზინის ტყვიებით რამდენიმე მოქალაქეა დაშავებული.