მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-ს 180 პიკაპს, სავარაუდოდ, "ტოიოტა ცენტრი თბილისი" მიაწვდის

5afee65d57fe5
თამუნა დემეტრაშვილი
18.05.18 19:00
764
შსს-ს პიკაპებს კომპანია "ტოიოტა ცენტრი თბილისი" მიაწვდის. შპს "მექანიზატორის" სატენდერო კომისიამ ის გამარჯვებულად დაასახელა. 180 ერთეულ Hilux-სის მოდელის მანქანას, კომპანია სამინისტროს 10 მილიონ 582 ათას ლარად მიაწყვდის, კონკურენტ "ტოიოტა ცენტრ თეგეტაზე“ 181 ათასი ლარით ნაკლებად. აღსანიშნავია, რომ პიკაპები, "მექანიზატორს“ თავდაპირველად ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, სურსათის სააგენტოსთვის უნდა შეეძინა, თუმცა ორი ტენდერის მიუხედავად, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტოს მანქანები შსს-მ გადასცა, რათა შეწამვლის სამუშაოები არ შეფერხებულიყო. ახალი ტენდერით კი მანქანებს უკვე სამინისტროსთვის იყიდეს, მაგრამ გაიზარდა, როგორც მანქანების რაოდენობა, ისე დასახარჯი თანხაც, ასევე შეიცვალა თავად პიკაპების კონფიგურაციაც. კერძოდ, თავდაპირველად გათვალისწინებული იყო 130 პიკაპის შეძენა, რისთვისაც ჯამში 7,4 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო, ახლა კი 180 მანქანა იყიდეს, თანხა კი 3 მილიონით მეტია. რაც შეეხება მანქანების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს - 102 ცხენის ძალის ნაცვლად, ახალი მანქანები 149 ცხენის ძალის იქნება. "ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი და 66,7%-იანი წილის მფლობელი ირაკლი გურჩიანია, 33,3%-ის კი დავით ტაკიძე ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები