მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს-ს 20 მილიონიანი ტენდერი შეწყვეტილია

5adda9c10b62e
თამუნა დემეტრაშვილი
23.04.18 13:38
688
შსს-ს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი პრეტენდენტების მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და კითხვების გამო შეწყდა. 20 მილიონიან ტენდერზე პრეტენდენტთა წინადადებების მიღება დღეს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სატენდერო კომისიამ პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ სამ პრეტენდენტს სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, მთელი რიგი ტექნიკური ხასიათის შეკითხვები ჰქონდათ. მათ დაზუსტებას კი, შესაძლოა დოკუმენტაციაში რადიკალური ცვლილებები გამოეწვია. გარდა ამისა, კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელახლა ჩატარდეს ბაზრის კვლევაც და პრეტენდენტების შენიშვნებიც მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 2094 წერტილის (ე წ. ჭკვიანი კამერების) ოპტიკური ქსელით მომსახურებას ითვალისწინებდა მარტის დასაწყისში გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები