მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს-ს ავტომანქანების დაზღვევაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

5acc821f7a2dd
თამუნა დემეტრაშვილი
10.04.18 13:20
648
შსს-ს კუთვნილი ავტომანქანების დაზღვევაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. საკუთარი წინადადება ტენდერში არცერთ სადაზღვევო კომპანიას არ შეუტანია.

სულ ტენდერის პირობებით გათვალისწინებული იყო 1196 ავტომობილის დაზღვევა, რაშიც უწყება 1,2 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავდა.

ტენდერით სასაზღვრო პოლიციის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, მომსახურების სააგენტოს, "112"-ის დეპარტამენტის, შსს-ს აკადემიისა, თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტებისა და ცენტრალური აპარატის ავტომობილები უნდა დაზღვეულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები