მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომსახურებების ნაწილი ძვირდება;

კიდევ ერთი ცვლილება საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებისთვის - მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურებები ძვირდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დააინფიცირეს. კერძოდ, მნიშვნელოვნად იზრდება საექსპერტო შემოწმებისთვის, აგრეთვე საბაჟო დეკლარაციის შევსებისთვის ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერისთვის მომსახურების საფასური. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კანონმდებლები მომსახურების ზოგ შემთხვევაში სერვისის ღირებულების გასამმაგებას მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საჭიროებით ხსნიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები