მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს: სასამართლოს გადაწყვეტილება აღვასრულეთ - ნიკანორ მელია დაკავებულია

603499f9bfab7
თელარა გელანტია
23.02.21 09:57
811
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების მიზნით ჩატარებულ ოპერაციაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა - ნიკანორ მელია დაკავებულია.

სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.

სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა.
შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები