მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შსს სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების გაზრდას გეგმავს"

5cd0179bc53fc
სალომე მეცხვარიშვილი
06.05.19 15:35
1088
„შსს სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების გაზრდას გეგმავს“, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტი უკვე შემუშავებულია და საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტს წარედგინება.

“დღეს დაიწყო გაერო-ს კვირეული საგზაო უსაფრთხოებაზე, ეს არის ერთ-ერთი ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება. გვაქვს მთელი რიგი ღონისძიებები, რომელსაც ვახორციელებთ. 2018 წელს ბოლო ათწლეულში სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, თუმცა 459 დაკარგული სიცოცხლე არის მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელი.

შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს, ამისთვის ვამატებთ კამერებს. წლის ბოლომდე ქვეყნის მაშტაბით 5 ათასამდე კამერა იქნება, სხვადასხვა ტიპის, ნომრის ამომცნობი, სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვის და ა.შ. ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების რაიდენობის გაზრდას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რათა გადაფარვა უფრო მეტად მოხდეს და შესაბამისად, აღსრულების ეფექტიანობა გაიზარდოს.

ასევე ვგეგმავთ საკანონმდებლო ცვლილებებს, ცვილებები უკვე მომზადებულია და უკვე დავიწყებთ განხილვას მთავრობასათან და შემდეგ პარლამენტში, მაგალითად ნასვამ მდგომარეობაში მაქანის მართვა, დგომა-გაჩერების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, კანონოროექტი ამ დარღვევებზე სანქციების გაზრდასა და გამკაცრებას ემსახურება. ასევე როგორც იცით, ვგეგმავთ, სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის ჩამოკლება მივაბათ ვიდროკამერებს“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები