მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს-სთვის მანქანებს ყიდულობენ, რომლებსაც მოპარვის საწინააღმდეგო სისტემა უნდა ჰქონდეს

5c5fc0e8d7515
BM.GE
10.02.19 10:50
3491

შსს-სა და სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი უწყებებისთვის 4 მილიონი ლარის ღირებულების ავტომანქანებს შეიძენენ.

გათვალისწინებულია 60 ერთეული ავტომობილის ყიდვა, რომლებსაც უწყება ოპერატიული დანიშნულებით გამოიყენებს. ავტომანქანები 2019 წელს უნდა იყოს გამოშვებული, არ უნდა ჰქონდეს 2,4-მ3-ზე მეტი ძრავის მოცულობა, გადაცემათა კოლოფი კი მექანიკური უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ შემსყიდველს, შსს-ს მანქანებისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ჩამონათვალში, მოპარვის საწინააღმდეგო სისტემაც (იმობილაიზერი) აქვს მითითებული. გამარჯვებულმა კომპანიამ მანქანების მიწოდება მოთხოვნიდან 230 დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები