საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი X-ზე წერს, რომ შთაგონებულია მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროპისთვის.
"დიდგორის მემორიალთან ბოლო ვიზიტი 1121 წლის „საკვირველი“ ბრძოლის გმირებისა და საქართველოს მებრძოლი და გამარჯვებული სულისკვეთების პატივსაცემად. სამუდამოდ აღფრთოვანებული და შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც იბრძვის თავისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროპისთვის",- აღნიშნავს ის.
Last visit to Didgori memorial to pay tribute to the heroes of 1121 « miraculous » battle and Georgia’s combattive & victorious spirit. Forever Impressed & inspired by the courageous people of #Georgia fighting for its independence, sovereignty, democracy & for Europe 🇫🇷🇬🇪✊🇪🇺 pic.twitter.com/JbvfQII62A
— Sheraz Gasri 🇫🇷🇬🇪 (@Sherzag) August 30, 2025
საქართველოში საფრანგეთის ახალ ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განკარგულებას ხელი 7 აგვისტოს მოაწერა. კურტო საფრანგეთის რიგით მე-11 ელჩი იქნება და ჩაანაცვლებს შერაზ გასრის, რომელმაც 3-წლიანი მოღვაწეობა საქართველოში 2022 წელს დაიწყო და რამდენიმე კვირის წინ დაასრულა.




























