მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შტატ ორეგონში Powerball-ის ჯეკპოტი გათამაშდა, გამარჯვებულმა $1.3 მილიარდი მოიგო

Powerball

ამერიკის შტატ ორეგონში ადგილობრივი ლატარიის, Powerball-ის ჯეკპოტი გათამაშდა. გამარჯვებულმა ლოტოტრონში ამოსული ექვსივე რიცხვი გამოიცნო, რითაც მილიარდ 326 მილიონი დოლარი მოიგო.

საინტერესოა, რომ აღნიშნული თანხის მიღებას გამარჯვებული მომხმარებელი ორნაირად შეძლებს: თუ მას სურს, თანხა ნაღდი ფულის სახით მალევე მიიღოს, Poweball-ი მას $621 მილიონს გადაუხდის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გამარჯვებულ მომხმარებელს შეუძლია თანხის ნაწილი ოცდაათი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, ე.წ. ხელფასის სახით მიიღოს. ნებისმიერ ვარიანტში, მოგეხსენებათ, მოგებული თანხა დაიბეგრება, როგორც საშტატო, ასევე ფედერალურ დონეზე.

საინტერესოა, რომ უკანასკნელად Powerball-ის მთავარი პრიზი ახალი წლის ღამეს გათამაშდა, ანუ სამთვიანი მშრალი სერია დაფიქსირდა, რაც ასევე მოხდა, როგორც 2022, ასევე 2021 წელს. თუმცა თანხა, რომელიც ამჯერად გათამაშდა, საკმაოდ მასშტაბურია - ის რიგით მერვე ყველაზე დიდი ფულადი ჯილდოა, რომელიც ოდესმე გათამაშებულა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

თუმცა ჯეკპოტის ზრდასთან ერთად, ცხადია, იზრდება ლატარიის მიმართ ინტერესი, ანუ ადამიანები უფრო მეტ ბილეთს წერენ, რაც გამარჯვების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. Powerball-ის უკანასკნელ გათამაშებაში, მაგალითად, გამარჯვების შანსი 292 მილიონში ერთი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები