მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შტატგარეშე ბიუროკრატიის ანაზღაურება 6 თვეში ₾111 მილიონამდე გაიზარდა

5d4d2819d16c1
შოთა ტყეშელაშვილი
09.08.19 12:00
1739
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საქართელოს გადასახადის გადამხდელებს იმ საჯარო მოხელეთა ანაზღაურება, რომლებიც “შტატგარეშეს” სტატუსით არიან დასაქმებული 111 მილიონი ლარი დაუჯდათ, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 11 მილიონი ლარით მეტია.

საჯარო უწყებებში შტატგარეშე მოხელეების დანიშნვის პროცედურები, შტატიანი დასაქმებულების აყვანასთან შედარებით მარტივია, რის გამო, ხშირად ამა თუ იმ ორგანიზაციაში უშტატო მოხელეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.



კანონის მიხედვით, უწყებებში შტატგარეშეთა რაოდენობა 2%-ს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამ ზღვრის გადაჭარბება მთავრობის ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ. IDFI-ის მონაცემებით 2016 წლის მდგომარეობით მთავრობას სულ ასეთი 71 ნებართვა ჰქონდა გაცემული.

ამავდროულად, საქართველოში სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით არ არსებობს ზღვარი თუ რამდენი ხანი შეიძლება იყოს ადამიანი უშტატოდ დასაქმებული. მაგალითად, საფრანგეთში ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, მოხელე ან შტატში უნდა ჩასვან ან გაათავისუფლონ, პოლონეთში ანალოგიური ვადა 3 წელია, ისრაელში კი 15 თვე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები